Sunday, November 8, 2009

ნუ დავაბინძურებთ გარემოს




პროექტის სახელი: ნუ დავაბინძურებთ გარემოს
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ, გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ, მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ,რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა,რომ იგი არასასიამოვნო სანახავია,იწვევს საშინელ სუნს და სხვადასხვა დაავადებებს, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ გარემოს დასუფთავებაზე. ამისათვის შევარჩევ საპროექტო ჯგუფს,რომელთაც დაურიგდებათ ჰიგიენური ხელთათმანები და პარკები.შევთავაზებ ასეთ თამაშს რომელსაც ერქმევა,ნადირობა ნაგავზე’’. მოსწავლეებმა უნდა დაიარონ სკოლის ტერიტორია (დერეფნები, ეზო..)შეაგროვონ დაყრილი და მიტოვებული ნარჩენები და ჩაყარონ პარკებში.გავაფრთხილებ,რომ ბასრ საგნებს,როგორიცაა (შუშის ნამსხვრევი,შპრიცები) დიდი სიფრთხილით მოეკიდონ.
ყოველივე ამის შემდეგენ ბავშვები აკეთებენ კოლაჟს.გაკვეთილზე დავამზადებთ პლაკატებს,რადგან ყურადღების მისაწცევად მარტო კოლაჟი არ არის საკმარისი.შევქმნით ისეთ პლაკატებს,რომლებიც ადამიანებს გარემოს დანაგვიანებასთან საბრძოლველად მოუწოდებს
ამ დავალებით ბავშვებს ჩავუნერგავ იმას რომ,ყოველთვის უნდა გააგრძელონ დანაგვიანებულ საკითხზე ფიქრი და მუშაობა
მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: მთელი სასწავლო წელიწადი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფების დაკომპლექტება და პრაქტიკული სამუშაო, დისკუსიის გამართვა, მოძიებული მასალის პრეზენთაცია
სარგებლობა სხვებისთვის: მოსწავლეები შექმნილ პლაკატებს გამოაქვეყნებენ დერეფანში და ამით თანატოლებს მიაწვდიან სასურველ ინფორმაციას
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის ფასილიტატორი: თამარ ლევანიშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tatia.levanishvili@gmail

ჩემი პორტფოლიო
მზის სისტემა